|
დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
თრექინგს.ჯი
|
|
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
"Trackings.GE" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: დიდი ლილო, ერეკლე II-ის ქ. 89
ძირითადი მოვალეობები:
** გუნდის მართვა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
** შეკვეთების ვადების მუდმივი კონტროლი;
** მისამართების სწორად განაწილება;
** ამანათების მიღება, ზონების მიხედვით განთავსება და შეკვეთების კონტროლი;
** დაგვიანებული და პრობლემური ამანათების ყოველდღიური რეპორტინგი და კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
აუცილებელია გამოცდილება მინიმუმ ერთ სფეროში:
** საწყობის ოპერაციები / ლოგისტიკა (შეკვეთების მართვა-კონტროლი) (სამივე მიმართულებით გამოცდილება არის ძალიან სასურველი);
** სასურველია გამოცდილება სუპერვაიზერის ან კურიერის პოზიციაზე;
** საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** კომპიუტერული უნარები: საოფისე პროგრამები, განსაკუთრებით Excel (ცხრილებთან მუშაობა, მონაცემების დამუშავება/რეპორტინგი);
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ოპერატიულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდთან მუშაობის და კოორდინაციის უნარი.
** რუსული/ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 1600 ლარი (ფიქსირებული)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე; სმენებში: 08:00-16:00 / 16:00-23:00
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და გამოგზავნოთ რეზიუმე/CV ელ. ფოსტაზე: hr@trackings.ge.
|
|
|
|