Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=702745&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Elite Audit & Legal Services
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
"Elite Audit & Legal Services" წარმოადგენს აუდიტორული და იურიდიული მომსახურების კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ბუღალტრულ, საგადასახადო, აუდიტორულ და იურიდიულ სერვისებს. კომპანიის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პროფესიული გამოცდილების საფუძველზე ბიზნესებს მიაწოდოს მაღალი ხარისხის, სანდო და ეფექტური მომსახურება.

კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ თანამშრომელს გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ. 13

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00
** თვეში 2 შაბათი: 10:00 - 16:00

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი — 1300 ლარი
** ბონუსი — 500 ლარიდან (შედეგების მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** კომპანიის სერვისების შეთავაზება და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგება;
** პოტენციური კლიენტების ინფორმირება და კონსულტირება;
** გაყიდვების პროცესის მხარდაჭერა და კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი სწავლის უნარი და მოტივაცია პროფესიული განვითარებისთვის.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** თანამედროვე და კომფორტულ ოფისს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: auditi.com@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი"

სამუშაო ენები: ქართული (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია