Робота для біженців з України
სახარში საამქროს ოპერატორი - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სახარში საამქროს ოპერატორი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
სს "ქართული ლუდის კომპანია - ლუდსახარში ზედაზენი" აცხადებს ვაკანსიას სახარში საამქროს ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საქართველო, მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოების დეპარტამენტში დაგეგმილი მიმდინარე გეგმის გაცნობა;
** ლუდის ბადაგის ხარშვისას დადგენილი რეცეპტურის დაცვაში ჩართულობა;
** გამოშვებულ ბადაგზე დახარჯული მატერიალური ნედლეულის აღრიცხვაში ჩართულობა;
** ლუდის ტექნოლოგის და შესაბამისი სამსახურების დროული შეტყობინება, საამქროში არსებული მანქანა დანადგარების გაუმართაობის შესახებ;
** საწყობიდან მიღებული ნედლეულის გადამოწმებაში ჩართულობა;
** საჭიროების შემთხვევაში, ლუდის ბადაგის ხარშვისთვის საჭირო ნედლეულის, რაოდენობის მომზადებაში ჩართულობა;
** ბადაგის ხარშვისას ლაბორატორიასთან ერთად კოორდინირებული მუშაობა;
** პროცესის მიმდინარეობისას ჟურნალების ან ფორმების წარმოებაში ჩართულობა;
** შესაბამისი სანიტარული, ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** სხვა დამატებითი ფუნქცია - მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ტექნოლოგიური მიმართულებით);
** უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

პიროვნული მახასიათებლები:

** მექანიკური უნარ-ჩვევები;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ტალებზე ორიენტირებულობა

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge-ზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე