|
დასახელება:
მობილური სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
Jibe Cash & Carry აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მობილური სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი - ქალაქებში - თელავი, თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, რუსთავი, გორი, ქსანი, ზესტაფონი, ბორჯომი.
შენიშვნა: პოზიცია ითვალისწინებს ხშირ მივლინებებს საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
მართვის მოწმობა: B კატეგორია
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი
** პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
** სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი;
** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
** მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
** ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით გამოცდილება
** აუცილებელია პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
** სასურველია სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მობილური სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/jTzjOqec
|
|
|
|