|
დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
თხილეულისა და ჩირეულის სადისტრიბუციო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
თხილეულისა და ჩირეულის სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე.
კატეგორია: მარკეტინგი, PR
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარ განაკვეთი ორშაბათი-პარასკევი, განიხილება
დისტანციური სამუშაოც
ანაზღაურება: 1800 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სოციალური მედია პლატფორმების (Linkedin, Tik Tok და სხვა) ყოველდღიური მართვა და განახლება.
** არსებული კონტენტ სტრატეგიის გაუმჯობესება და განხორციელება, რომელიც შეესაბამება ბრენდის მიზნებსა და სამიზნე აუდიტორიას.
** კრეატიული და მიმზიდველი კონტენტის (პოსტები, ვიდეოები, სთორები) შექმნა და გამოქვეყნება.
** სოციალური მედიის კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი (მათ შორის ფასიანი რეკლამების).
** სოციალური მედიის ანალიტიკური მონაცემების რეგულარული მონიტორინგი, ანგარიშების მომზადება და სტრატეგიის ოპტიმიზაცია მიღებული შედეგების საფუძველზე.
** ინდუსტრიის ტენდენციების, ახალი პლატფორმების და საუკეთესო პრაქტიკის მუდმივი შესწავლა და დანერგვა.
** Google Ads კამპანიების მართვა (სარეკლამო კამპანიების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია)
** ვებ-გვერდის მონიტორინგი და სარეკლამო კამპანიების ჩაშვება საჭიროებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის მართვის პოზიციაზე.
** სოციალური მედია პლატფორმების (Facebook, Instagram, TikTok, Linkedin) ღრმა ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
** კონტენტის შექმნის უნარი ძირითადად ინგლისურ ენაზე (წერითი, ვიზუალური, ვიდეო) და შესაბამისი ინსტრუმენტების ცოდნა (მაგ. Canva, CapCut, Photoshop, Illustrator-ის საბაზისო ცოდნა პლუსად ჩაითვლება).
** ანალიტიკური აზროვნება და სოციალური მედიის მონაცემების (Insights) ინტერპრეტაციის უნარი.
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონეზე).
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის მართვის უნარი.
** კრეატიულობა, ინიციატივა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, (სასურველია პორტფოლიოსთან ან შესრულებული პროექტების ლინკებთან ერთად) ელექტრონულ მისამართზე: agritrade.ge@gmail.com.
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სოციალური მედიის მენეჯერი".
|
|
|
|