Робота для біженців з України
მანქანის და პალეტაიზერის ოპერატორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მანქანის და პალეტაიზერის ოპერატორი
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
თანდართული ფაილი: 702649_app_xlsx_9423518.zip
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას რუსთავის ცემენტის ქარხანაში შემფუთველი მანქანის და პალეტაიზერის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: რუსთავი, მშენებელთა ქუჩა 70.
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში სამუშაო, 12 საათიანი ცვლა, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 4

ძირითადი მოვალეობები:

** ცემენტის სილოსებიდან შეფუთვის წერტილამდე ყველა ტექნიკური მოწყობილობის ექსპლუატაციის პარამეტრების დაცვა;
** საწყობიდან გამოტანილი ტომრების დათვლა;
** შესაფუთი ტომრების ხარისხის შემოწმება;
** შესაფუთი მანქანის მეშვეობით ცემენტის ტომრებში ჩატვირთვა;
** ტომრების წონების კონტროლი (პალეტაიზერის სასწორის მეშვეობით);
** პალეტაიზერის მანქანის მეშვეობით ცემენტის დაპალეტების პროცესის მართვა;
** დაპალეტებული ცემენტის პადონების ცელოფნით შეფუთვა (ცელოფნის შესაფუთი მანქანის მეშვეობით);
** ავარიულ სიტუაციებში ქმედითი ზომების მიღება მის აღმოსაფხვრელად;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების ზუსტი და დროული შესრულება;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** მსგავს პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღებიანობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები:

** ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
** უფასო ტრანსპორტირება სამსახურამდე;
** კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** დეკრეტული შვებულების სრული ანაზღაურება;
** ფულადი დახმარება ბავშვის შეძენის შემთხვევაში;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - შემფუთველი მანქანის და პალეტაიზერის ოპერატორი (რუსთავი)

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე