Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=702621&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
კომპანია "მისტერ მასტერი" 16 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე სტაბილურად ოპერირებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო და კომუნალურ სერვისებს - 24/7, ყოველდღე.

ჩვენი საქმიანობის შესახებ, მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე: http://mrmaster.ge; https://www.facebook.com/mrmaster.ge/

"მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი: კომპანია "მისტერ მასტერის" მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა, (დაგეგმვა, მართვა, მონიტორინგი) შესაბამისი სამუშაო პროცედურების დაცვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, მენეჯმენტი);
** აუცილებელია მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ტექნიკურ სფეროებში მენეჯერულ პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

ზოგადი კომპეტენციები:

** გუნდის მართვა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკოსების ყოველდღიური სამუშაო პროცედურის დაცვისა და დისციპლინარული ქცევის მონიტორინგი;
** სპეციფიკის და კვალიფიკაციის გათვალისწინებთ, ტექნიკოსთა საჭირო რესურსის განსაზღვრა - მოძიება;
** რთულ, არასტანდარტულ სიტუაციებში ჩართულობა, ტექნიკოსების მხარდაჭერა შეკვეთის შესრულებისთვის საჭირო დამატებით ბრიგადების, ინსტრუმენტების ან სხვა საკითხების ორგანიზებაში;
** გუნდთან პერმანენტული შეხვედრები, არსებული სიტუაციის ანალიზი;
** სხვადასხვა სახის შიდა რეპორტინგი (ფინანსური, რაოდენობრივი);
** გუნდთან ერთად, ყოველთვიური KPI-ების პარამეტრების შესრულების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;

სამუშაო პირობები:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 3000 net ლარი
** კვარტლური პრემია: KPI-ის შესრულებიდან გამომდინარე
** სამუშაო გრაფიკი: სრული

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო დრო;
** სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
** ფასდაკლებები კომპანიის სერვისებზე;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@mrmaster.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "ტექნიკური მენეჯერი".

შპს "404"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "404"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია