Робота для біженців з України
SPA ცენტრის ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: SPA ცენტრის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Best Western Plus Batumi
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi/ბესთ უესტერნ პლას ბათუმი" რომელიც 2024 წლის გაზაფხულს გაიხსნა, სტუმრებს სთავაზობს გამაჯანსაღებელი SPA ცენტრის მომსახურებას და აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე:

ლოკაცია: ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N13 ბ
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი ცვლები (კვირაში 2 დღე დასვენება)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და პოზიტიური გარემოს შექმნა;
** სპა-ცენტრის პროცედურების დეტალური გაცნობა/შეთავაზება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი, ელექტრონული შეტყობინებების მიღება და გაგზავნა;
** სტუმრების განრიგის ორგანიზება სხვადასხვა სპა პროცედურაზე;
** სპას სისუფთავის კონტროლი;

მოთხოვნები:

** უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენა: ინგლისური;

უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** თავაზიანობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე