Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: Bellhop
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop Hotel), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. კომპანია ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

ჩვენი 12-ნომრიანი სასტუმროს, Bellhop-ის დასუფთავების გუნდში ვეძებთ დიასახლისს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
სახელფასო განაკვეთი: თვიური 1400 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ოთახებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავება
** თეთრეულის მომარაგება, გადაადგილება, მოხსნა/გადაკვრა
** დასუფთავების თანამშრომლების ხელშეწყობა და მათი ჩანაცვლება, საჭიროებისამებრ
** დამატებითი ინვენტარის/ნივთების გამოცვლა
** სტუმრების ეფექტური მომსახურება, სასტუმროს სტანდარტების გათვალისწინებით
** დეპარტამენტის საოპერაციო პროცედურების (მათ შორის დაკარგული და ნაპოვნი ნივთების რეგულაციების) ზედმიწევნითი დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** პასუხისმგებლიანობა
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 599 305 580.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე