Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=702602&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: TopTools
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
TopTools არის სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო ხელსაწყოების მაღაზია, რომელიც 2008 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან პროდუქციასა და პროფესიონალურ მომსახურებას.

"TopTools" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სამგორი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურებისა და პროფესიული კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის მოწესრიგებულად განაწილება და ვიტრინების კონტროლი;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა და ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზაცია, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების დეტალური გაცნობა;
** ახალი მოდელებისა და ასორტიმენტის შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო გრაფიკი;
** შაბათი - მოკლე სამუშაო დღე;
** კვირა - დასვენების დღე;
** ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: toptools.ge@gmail.com გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია