Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ულტრა
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
კომპიუტერული კომპანია "ულტრა" ეძებს კონსულტანტს!

"ულტრა" 18 წელია ლიდერობს ადგილობრივ IT ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საცალო და კორპორატიულ გაყიდვებს, ონლაინ მაღაზიას და სერვის ცენტრს. კორპორატიული მიმართულება, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან.

თუ ტექნოლოგიების სამყარო გიზიდავს და კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა — ამ პოზიციაზე შენთვის შესაფერისი შესაძლებლობა გელოდება!

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების სტანდარტების მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** შერჩეული პროდუქტის ფუნქციების, ექსპლუატაციის წესისა და გაყიდვის შემდგომი მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის პრეზენტაცია/ სააქციო პროდუქციის შეთავაზება;
** დარბაზში არსებული ნაშთის კონტროლი და პროდუქციის მოწესრიგება.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** საურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველების უნარი.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობა;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გლდანი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@ultra.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კონსულტანტი".

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშავებს და შეინახავს თქვენს მონაცემებს 1 წლის ვადით. ასევე შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიებზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე