Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Alcosphere
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
ალკოჰოლური სასმელების სპეციალიზებული მაღაზია "Alcosphere" თბილისში, ლისის ფილიალში, აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქტის პრეზენტაცია კომპანიაში დაწესებული სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქციის მერჩენდაიზინგის წესების დაცვით თაროებზე განთავსება;
** თაროების რეგულარულად შევსება და განახლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

გრაფიკი: მცოცავი 10:00-16:00 ან 16:00-22:00 (კვირაში 6 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: 1500 ლარამდე (1100 ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვიდან); - ანაზღაურება მოცემულია მხოლოდ ლისის ფილიალისათვის.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე hr@alcosphere.ge.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე