Робота для біженців з України
გათიშვების აუდიტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გათიშვების აუდიტის სპეციალისტი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
სს "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ენერგოაღრიცხვისა და დანაკარგების ანალიზის სამსახურის კომერციული ციკლის მართვის განყოფილების გათიშვების აუდიტის სპეციალისტის (აბონენტების შემოწმება) თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო/უმაღლესი განათლება;
** საკუთარი სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა; კომუნიკაბელურობა;
** არასტანდარტულ სიტუაციებში მოქმედების უნარი;
** ქ. თბილისის უბნებისა და მისამართების ცოდნა;
** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა;
** MS Office (Word, Excel,)
** MS Outlook
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** სამუშაო სიების მიხედვით აბონენტების რეგულარული შემოწმება (გათიშვა, ჩართვა, ჩვენებების აღება, არ გათიშვის სტატუსები, კარადების ტექნიკური მდგომარეობა და ა.შ.)
** შესასრულებელი დავალების მარშრუტის დადგენა და ოპერატიული შესრულება.
** სამუშაო დავალებიდან გამომდინარე ყველა შესაძლო დარღვევის აღმოჩენა და შესაბამისი ინფორმაციის დაფიქსირება სამუშაო სიებში შენიშვნის სახით.
** შესრულებული სამუშაო დავალების ჩაბარება გათიშვების აუდიტის ტექნიკოსისთვის, პირველადი აუდიტორული შენიშვნებით.
** პრობლემურ სიტუაციაზე ინფორმაციის ოპერატიული მიწოდება ხელმძღვანელობისათვის.
** ზემდგომ ხელმძღვანელთა სხვა დავალებების შესრულება კომერციული ციკლის მონიტორინგის ჯგუფის შესახებ დებულების შესაბამისად.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2026 წლის 05 მარტის ჩათვლით. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე