|
დასახელება:
წარმოების დაგეგმარების უმცროსი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ელვარე
|
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
ქართული კომპანია "ელვარე" 2015 წლიდან ქმნის მაღალი ხარისხის ელექტრო კაბელებს. ჩვენი საწარმო აეროპორტის მიმდებარედ 31, 500 კვ.მ-ზე ფართზე. ჩვენ ვმუშაობთ თანამედროვე სტანდარტებითა და ინოვაციური მიდგომებით.
ჩვენთვის მთავარი ღირებულება ადამიანია. ვეძებთ ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება წარმოების პროცესების კიდევ უფრო ეფექტურ დაგეგმვაში.
პოზიცია: წარმოების დაგეგმარების უმცროსი სპეციალისტი
რას გთავაზობთ ჩვენ?
** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (ხელზე აიღებთ);
** კვება & ტრანსპორტირება: მეტრო "ზედა სამგორიდან" და რუსთავიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევა: კორპორაციული პაკეტი (დასაქმებიდან 3 თვეში);
** განსხვავებული გრაფიკი: სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით (09:00 - 18:00);
** განვითარება: თანამედროვე ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკა (აეროპორტის მიმდებარედ).
თქვენი ყოველდღიური საქმიანობა:
** წარმოების შეკვეთების შექმნა და მათი "პულსზე ხელის ჭერა" (მონიტორინგი);
** ოპერატორების ცვლების დაგეგმვა, რათა პროცესი არ შეფერხდეს;
** ERP სისტემაში მონაცემების მართვა და სიზუსტის კონტროლი;
** საწარმოო დანადგარების ინსტრუქციების სრულყოფა და არსებულ სისტემაში შეტანა;
** საწარმო პროცესისთვის არსებული დამხმარე ინსტრუმენტებისა და ინფორმაციის მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.
რა დაგჭირდებათ წარმატებისთვის?
** Excel-ის კარგი ცოდნა (ეს თქვენი მთავარი იარაღი იქნება);
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** ანალიტიკური ხედვა — ციფრების მიღმა პროცესების დანახვის უნარი;
** პასუხისმგებლობა და დეტალებისადმი ყურადღება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან მოგვწეროთ თქვენს შესახებ ინფორმაცია ელფოსტის მისამართზე hr@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "წარმოების დაგეგმარების უმცროსი სპეციალისტი".
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|