|
დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
აგრო ფორსი
|
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
შპს "აგრო ფორსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
"აგრო ფორსი" არის სასოფლო-სამეურნეო კომპანია, რომელიც ყიდის პესტიციდებს და სასუქებს საქართველოში. ჩვენ გვაქვს ვებგვერდი, ფეისბუქის გვერდი და ონლაინ მაღაზია, სადაც ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებს ვთავაზობთ მომხმარებლებს.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარიდან, შემდგომში ზრდის პერსპექტივით, კვალიფიკაციიდან და შესრულებული სამუშაოს დახარჯული რესურსიდან გამომდინარე
რას გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას დინამიკურ გარემოში;
** მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება, დათვლა, აღრიცხვა;
** პროდუქციის დასაწყობება;
** საწყობში შეკვეთების მომზადება;
** პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: sawyobiborun@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: "საწყობის თანამშრომელი- აგრო ფორსი"
|
|
|
|