Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=702435&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანაშემწე
მომწოდებელი: ჭიტა
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
კომპანია "ჭიტა" 29 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უფერადებს ბავშვებს გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მომსახურე პერსონალი კი, კეთილგანწყობით.

ჩვენთან ფერადი და ღიმილიანი გარემო დაგხვდებათ, ასეთივე თბილ და ხალისიან თანამშრომლებს ვიწვევთ ჩვენს გუნდში სამუშაოდ.

კომპანია "ჭიტა" იწვევს კანდიდატს ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანაშემწის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი; აღმაშენებლის ხეივანი 19;
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები 09:30-18:30;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

დირექტორის თანაშემწის ფუნქციები:

** დირექტორის სამუშაო გრაფიკის მართვა და შეხვედრების ორგანიზება
** ოფიციალური წერილების, მეილების და დოკუმენტაციის მომზადება
** შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი ოქმების წარმოება და შესაბამისი რეპორტინგი;
** დირექტორის მხრიდან განსაზღვრული ადმინისტრაციული და საორგანიზაციო დავალებების შესრულება

HR დეპარტამენტის თანაშემწის ფუნქციები:

** თანამშრომელთა დოკუმენტაციის მართვა (მოწესრიგება, შენახვა)
** ვაკანსიების განთავსება და კანდიდატებთან კომუნიკაცია
** გასაუბრებების ორგანიზება
** პროგრამაში თანამშრომლების რეესტრის წარმოება
** HR ხელმძღვანელის მხარდაჭერა მიმდინარე პროცესებში

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება (HR / ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი ჩაითვლება უპირატესობად)
** სამუშაო გამოცდილება: უპირატესობა მიენიჭება ადმინისტრაციულ ან HR სფეროში გამოცდილ კანდიდატებს

პროფესიული უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel)
** ოფიციალური წერილების მომზადების უნარი
** ოქმების მომზადების უნარი.
** დროის მართვის უნარი

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანი დამოკიდებულება
** გუნდური მუშაობის უნარი

ენები:

** ქართული - სრულყოფილად.
** ინგლისური - B1 დონე

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: hr@chita.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 1 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კომპანია "ჭიტა" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია