|
დასახელება:
ლოგისტიკის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Foodtech
|
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 08 მარტი
|
შპს "სანგი" (სამზარეულო ტექნიკის მაღაზია "Foodtech") აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
განაკვეთი: სრული, 2 დღე დასვენება
მოვალეობები:
** მომწოდებლებთან ლოჯისტიკური პროცესის დაგეგმვა;
** შეკვეთის განთავსება და პროდუქციის ჩამოსვლის ვადის კონტროლი;
** მომწოდებლებისგან ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის წინასწარ გამოთხოვა და მოწოდებული დოკუმენტაციის სისწორის მონიტორინგი;
** სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** იმპორტის დოკუმენტაციის მომზადება განბაჟების პროცედურებისთვის და ტვირთის დეკლარირება;
** დაზიანებული, დეფექტიანი პროდუქტის გამოვლენა, პრობლემის აღმოფხვრა და ზიანის ანაზღაურებაზე მუშაობა სატრანსპორტო კომპანიასთან;
** განბაჟებისა და გადარიცხვების უზრუნველყოფა, ბუღალტერიასთან კოორდინაცია დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნისას;
** შესყიდვების მონიტორინგი;
** გადაზიდვების რეპორტის მომზადება;
** უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით;
** MS Office;
** ASYCUDA;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@foodtech.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "ლოგისტიკა".
ანაზღაურება: 3000
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 8.03.2026
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|