Робота для біженців з України
მასაჟისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასაჟისტი
მომწოდებელი: ვაკის საცურაო აუზი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
"ვაკის საცურაო აუზი" 2004 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოში ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილი საცურაო აუზია, ორი სატრენაჟორო დარბაზით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.

"ვაკის საცურაო აუზი" აცხადებს მასაჟისტის ვაკანსიას

ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 49ბ
სამუშაო გრაფიკი: მოსახერხებელი სამუშაო ცვლები

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისათვის სპა მომსახურების, მასაჟის პროცედურების უზრუნველყოფა;
** არსებული სერვისების ცოდნა და მომხმარებლებისთვის შეთავაზება;
** მოხმარებლებისათვის საურველი პროცედურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ აღრიცხვის წარმოება და დროულად წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამის სფეროში მიღებული ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, სერთიფიკატი)
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანი
** კეთილგანწყობილი/მომხმარებლებზე ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ვაკის საცურაო აუზზე არსებულ აქტივობებით სარგებლობა
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@vsp.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მასაჟისტი" ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე 599274121

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ შპს "ავტოგრაფში" ("ვაკის საცურაო აუზი") გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ავტოგრაფმა" ("ვაკის საცურაო აუზი) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე დაარეზერვოს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის, იმ შემთხვევაში თუ სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე არ იქნება განხილული მოცემულ ვაკანსიაზე.

"ავტოგრაფი" ("ვაკის საცურაო აუზი) შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე