Робота для біженців з України
დილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დილერი
მომწოდებელი: სამორინე ჯუილი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
"Casino Jewel" ეძებს პროფესიონალ და პასუხისმგებელ დილერებს სათამაშო დარბაზში სამუშაოდ.

მდებარეობა: თბილისი, ლევილის სანაპირო №10
სამუშაო ფორმატი: სათამაშო მაგიდები / Live Casino
სამუშაო გრაფიკი: 2/2, 12-საათიანი ცვლები

ძირითადი მოვალეობები:

** სამორინეს თამაშების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარება და წესებისა და პროცედურების მკაცრი დაცვა;
** სამორინეში მიმდინარე ყველა თამაშის წესებისა და შესაბამისი გადახდების ცოდნა;
** ფსონებისა და სათამაშო ფიშკების ზუსტი კონტროლი და აღრიცხვა;
** ფსონების შესაბამისობის უზრუნველყოფა დადგენილ მინიმალურ და მაქსიმალურ ლიმიტებთან;
** ფულის ჩიპებად გადაცვლა და პირიქით, დადგენილი პროცედურების დაცვით;
** სტუმრებთან თავაზიანი, კორექტული და პროფესიონალური კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში თამაშის წესების განმარტება;
** სასიამოვნო და გასართობი ატმოსფეროს შექმნა სათამაშო დარბაზში;
** სამორინეს შიდა დისციპლინარული, ეთიკური და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამორინეს სათამაშო აღჭურვილობასთან მუშაობა (ბანქო, ფიშკები, შაფლი, ჩიპ-მანქანები და სხვა);
** ნებისმიერი დარღვევის ან უკანონო ქმედების შესახებ დაუყოვნებლივ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და სამუშაო სივრცის მუდმივად მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დილერად მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღებიანობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიონალური ქცევა და მოწესრიგებული გარეგნობა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ცვლაში მუშაობის მზადყოფნა, მათ შორის ღამის ცვლებში.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** ოფიციალურ დასაქმებას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** კვებას სამუშაო ცვლაზე;
** Fitpass-ს;
** სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

იმისთვის, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.casinomanager@casinojewel.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე