Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=702265&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - დაბა საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სასტუმრო კომპლექსი სევსამორა
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
სასტუმრო კომპლექსი "Sevsamora resort & spa", რომელიც მდებარეობს საგურამოში 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტში. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა გასართობ და სარელაქსაციო ზონებს, ისეთი როგორიცაა: ღია და დახურული აუზები, სპა ცენტრი, რესტორნები, მარანი და სხვა.

სასტუმრო კომპლექსი "Sevsamora resort & spa" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მდებარეობა: დაბა საგურამო
სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა
სამუშაო პირობები: კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და ტრანსპორტირებას.
დამატებითი ბენეფიტი: ფიტპასი, VITA ჯანდაცვის ბარათი და ტექნიკის მაღაზიის ფასდაკლებები..

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა და ახალი ტენდენციების გათვალისწინება;
** ახალი მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა;
** მომხმარებლების ბაზების დამუშავება;
** ახალი პროდუქტების და სერვისების დამატებაზე ზრუნვა და არსებულის გაუმჯობესება;
** ღონისძიების ორგანიზება და პროცესის სრული ციკლის მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლისთვის დავალებების დელეგირება და სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
** რელევანტური თანამშრომლობა მომიჯნავე განყოფილებებთან.

პროფესიული მოთხოვნები:

** იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
** სასტუმრო ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს სპეციფიკის ზოგადი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება ტურიზმის ან სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების, ან უცხო ენების განხრით);
** საოფისე / კომპიუტერული პროგრამების და სასტუმროს ადმინისტრირების პროგრამის სრულყოფილი ცოდნა.

პერსონალური მოთხოვნები:

** სერვისის სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა;
** მომსახურების და კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** დისციპლინირებული, მოტივირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@sevsamora.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 18.03.2026

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია