Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=702262&print=yes&view=jobs
 
უნივერსალური მზარეული - დაბა საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო კომპლექსი სევსამორა
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
სასტუმრო კომპლექსი "Sevsamora resort & spa", რომელიც მდებარეობს საგურამოში 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტში. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა გასართობ და სარელაქსაციო ზონებს, ისეთი როგორიცაა: ღია და დახურული აუზები, სპა ცენტრი, რესტორნები, მარანი და სხვა.

სასტუმრო კომპლექსი "Sevsamora resort & spa" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მზარეულის პოზიციაზე, ა ლა კარტის მიმართულებისთვის.

მდებარეობა: დაბა საგურამო
სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა
სამუშაო პირობები: კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და ტრანსპორტირებას.
დამატებითი ბენეფიტი: ფიტპასი, VITA ჯანდაცვის ბარათი და ტექნიკის მაღაზიის ფასდაკლებები..

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუში არსებული კერძების მომზადება შემუშავებული რეცეპტის და კალკულაციის მიხედვით.
** მათი გაფორმება და მიწოდება სტუმრებისთვის ხარისხისა და დროის სტანდარტის ზედმიწევნითი
დაცვით;
** კერძების მოსამზადებლად შეძენილი ნედლეულის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** კერძისთვის მოსამზადებელი ინგრედიენტების წინასწარი მომზადება;
** აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** სამზარეულოში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნითი დაცვა;
** სამზარეულოს ტექნიკასა და მოწყობილობებზე ზრუნვა, მათი ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
** გარეგნული იერსახის, სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;

პროფესიული მოთხოვნები:

- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- დისციპლინირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- როგორც ინდივიდუალი ისე გუნდური მუშაობის უნარი;
პერსონალური მოთხოვნები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ანაზღაურება გამოცდილებიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე.

თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@sevsamora.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 18.03.2026

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია