Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=702249&print=yes&view=jobs
 
უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Index | Wealth Management
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
"Index | Wealth Management" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

პოზიციის შესახებ:

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ეძებს გამოცდილ და ანალიტიკურ აზროვნების მქონე უფროს ფინანსურ ანალიტიკოსს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროექტების ფინანსურ მოდელირებაზე, საინვესტიციო ანალიზზე, ბიუჯეტირებასა და ფინანსური ეფექტიანობის შეფასებაზე. კანდიდატი მჭიდროდ ითანამშრომლებს მენეჯმენტთან, ინვესტორებთან და კომპანიის შიდა დეპარტამენტებთან.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე)

ძირითადი მოვალეობები:

** დეველოპერული პროექტების ფინანსური მოდელირების შექმნა და განახლება (DCF, IRR, NPV და სხვა)
** პროექტების ეკონომიკური მიზანშეწონილობის (feasibility) ანალიზი
** საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასება და რისკების ანალიზი
** ბიუჯეტირების პროცესის მართვა და ფინანსური პროგნოზების მომზადება
** ფულადი ნაკადების (cash flow) დაგეგმვა და კონტროლი
** პროექტების შესრულების მონიტორინგი ბიუჯეტთან შედარებით (variance analysis)
** ფინანსური ანგარიშგებებისა და მენეჯერული რეპორტების მომზადება
** ბანკებთან, ინვესტორებთან და აუდიტორებთან კომუნიკაცია
** ბაზრის კვლევა და კონკურენტული გარემოს ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში
** მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება ფინანსურ ანალიზში (სასურველია უძრავი ქონების ან დეველოპერულ სექტორში)
** ძლიერი გამოცდილება ფინანსური მოდელირების მიმართულებით
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია Power BI ან სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა)
** ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტიანი მართვა
** ინგლისური ენის ცოდნა

დამატებითი უპირატესობა:

** CFA / ACCA ან სხვა პროფესიული სერტიფიკატი
** საბანკო ან საინვესტიციო სექტორში მუშაობის გამოცდილება
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
** მონაწილეობა მასშტაბურ და საინტერესოდ სტრუქტურირებულ პროექტებში
** პროფესიონალური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@index-wm.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია