Робота для біженців з України
მძღოლი-ლოგისტიკი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-ლოგისტიკი
მომწოდებელი: MBGeorgia
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 მარტი
"JSC MBGeorgia" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ლოგისტიკის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული (09:00 საათიდან 18:00 საათამდე; სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი)

კომპანიის შესახებ: JSC MBGeorgia წარმოადგენს გლობალური ჯგუფის, MBev Holding AG (ემბევ ჰოლდინგ აგ)-ს ჯგუფის წევრ კომპანიას და ამავდროულად საქართველოში ფლობს 2 ღვინის კომპნიას, სს შატო მუხრანსა და შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას. JSC MBGeorgia-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მომსახურება დამსაქმებლის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით;
** თანამშრომლებისა და კომპანიის ვიზიტორების უსაფრთხო ტრანსპორტირება;
** საჭიროების შემთხვევაში რეგიონებში მგზავრობა (ძირითადად, ქ. თელავი და ს. მუხრანი);
** დოკუმენტაციის ადრესატამდე მიტანა;
** გამზადებული შეკვეთის უსაფრთხოდ დატვირთვა-გადმოტვირთვა და დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება;
** ადმინისტრაციული და სამეურნეო შესყიდვების ჩაბარება დანიშნულებისამებრ;
** ავტომობილის ტექნიკურად გამართულობისა და სისუფთავის შენარჩუნება;
** შრომის უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ნორმისა და ინსტრუქციის დაცვა;
** ავტომობილში არსებული უსაფრთხოების საშუალებების - პირველადი დახმარების ყუთის, ცეცხლმაქრის კონტროლი, გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** კომპანიის საჭიროებების მიხედვით მძღოლის მოვალეობების შესრულება;
** უფლებამოსილი პირებისგან მიღებული სხვა დავალებების დროული შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** აუცილებელია მანქანის მართვის მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე recruitment@mgeorgia.ge არაუგვიანეს 2026 წლის 18 მარტისა. გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წარმატებას გისურვებთ!

"MGeorgia" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენი კომპანიის სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, ან წაშალა, მითითებულ მეილზე წერილობითი მიმართვის გზით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე