|
დასახელება:
საწყობის დამხმარე ბუღალტერ-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
Construction Service
|
|
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 18 მარტი
|
სამშენებლო კომპანია "Construction service" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარე ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
"Construction service"-სი ორიენტირებულია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ პროფესიულ წინსვლაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
ანაზღაურება: 1000 ლარიდან (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური აღრიცხვის წარმოება პროგრამულად
** პირველადი დოკუმენტების დამუშავება და პროგრამული აღრიცხვა
** სასაქონლო ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურის მიღება-გამოწერა;
** სხვა მარტივი ინფორმაციული მონაცემების ამოღება და დამუშავება;
** საგადახდო დავალებების ატვირთვა-მომზადება;
** საბანკო ამონაწერების დამუშავება;
** დებიტორ-კრედიტორებთან შედარების აქტების მომზადება ხელმძღვანელის მეთვალყურეობით;
** განაცემთა დეკლარაციისათვის მონაცემების მომზადება;
** სასაქონლო მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება/, პროფესიული/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** უმცროსი/დამხმარე ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** ბუღალტრული პროგრამის ბალანსი / 1C ცოდნა სასურველი;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ცოდნა;
მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV: JOBS@cs.ge
მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება "დამხმარე ბუღალტერ-ოპერატორი".
ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "Construction service" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|