|
დასახელება:
დეკლარანტი
|
| მომწოდებელი:
მეკო
|
|
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 18 მარტი
|
"მეკო" აცხადებს ვაკანსიას დეკლარანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: დამოკიდებულია გამოცდილებაზე
საკონტაქტო ელფოსტა: mekocargo88@gmail.com
კომპანიის შესახებ
კომპანია "მეკო" ეწევა სატრანზიტო საქმიანობას და ახორციელებს სატრანსპორტო ტვირთების გაფორმებასა და დოკუმენტურ უზრუნველყოფას. კომპანიის უშუალო ფუნქციები მოიცავს საქართველოს შემოსავლების სამსახურის (რს) ელექტრონულ სისტემაში მუშაობას და საბაჟო პროცედურების მართვას.
ძირითადი მოვალეობები:
** სატრანზიტო და საბაჟო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
** საქართველოს შემოსავლების სამსახურის (რს) ელექტრონულ სისტემაში მუშაობა
** ტვირთების საბაჟო პროცედურების მართვა
** თანმხლები დოკუმენტაციის მომზადება და გადამოწმება
** საბაჟო ორგანოებთან კომუნიკაცია
** ტვირთების სტატუსის კონტროლი და პროცესის მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია საბაჟო საქმის, ლოგისტიკის ან ბიზნესის მიმართულებით)
** აუცილებელი პირობა: მუშაობის გამოცდილება საქართველოს შემოსავლების სამსახურის (რს) ელექტრონულ სისტემაში
** საბაჟო კანონმდებლობის ცოდნა
** დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადების გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
განაცხადის პროცედურა: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) მითითებულ საკონტაქტო ელფოსტაზე.
სათაურის ველში მიუთითეთ: "დეკლარანტი".
|
|
|
|