|
დასახელება:
მძღოლი საკუთარი ავტომობილით
|
| მომწოდებელი:
York Towers
|
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
"York Towers" წარმოადგენს York Holding Group-ის ნაწილს — საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ ჰოლდინგს, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებითა და მაღალი ხარისხის ლუქს კლასის უძრავი ქონების პროექტებით. ჩვენ ვქმნით უნიკალურ, მრავალკულტურულ და ღირებულებაზე დაფუძნებულ საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს.
პოზიციის დასახელება: მძღოლი საკუთარი ავტომობილით
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო ტიპი: სრულ განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 10:00-19:00სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 ლარი
კომპანია ეძებს პასუხისმგებლობიან და გამოცდილ მძღოლს, რომელსაც ჰყავს საკუთარი ავტომობილი (SUV კატეგორიის ჯიპი ან მინი ვენი 6-7 ადგილიანი). ავტომობილი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, კომფორტული და მზად სამსახურეობრივი მიზნებისთვის გამოსაყენებლად.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის თანამშრომლების და სტუმრების ტრანსპორტირება
** ოფისისთვის შეძენილი ნივთების ან ამანათების აღება და მიწოდება საჭიროების შემთხვევაში
** დოკუმენტაციის დროული ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე
** მარშრუტებისა და დროის განრიგის დაცვა;
** ავტომობილის რეგულარული დასუფთავება და ტექნიკური მოვლა, მისი სისუფთავისა და გამართულობის შესანარჩუნებლად
მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი მართვის გამოცდილება
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** ორიენტაციის უნარი თბილისის ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა
თქვენი ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს:
** SUV კატეგორიის ჯიპი ან მინი ვენი (მინ. 6 ადგილიანი)
** მინ. 2016 წლიანი
** აუცილებელია ავტომობილი იყოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში
დამატებითი ინფორმაცია:
** საწვავის ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, ავტომობილის მოდელის მიხედვით
** ანაზღაურდება ავტომობილის ცვეთა (ზეთი, ფილტრი, ხუნდები, საბურავები)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ავტომობილის შესახებ ინფორმაცია (მოდელი, წელი, მდგომარეობა) მეილზე vacancy@yorktowers.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 577 121 977.
CV-ის გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას კანდიდატურის შეფასებისა და შესაძლო დასაქმების მიზნით. მონაცემები დაცულად შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოთ მონაცემების ნახვა, შესწორება, წაშლა ან თანხმობის გაუქმება.
|
|
|
|