Робота для біженців з України
AUX გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: AUX გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
შპს "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და სანტექნიკის ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას.

საბითუმო ვაჭრობასთან ერთად, კომპანია საცალო ქსელით არის წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. თერმო ცენტრი 2021 წლიდან, ადგილზე აწარმოებს იატაკქვეშა გათბობის პროდუქციას, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს შოურუმებსა და ფილიალებში.

"თერმო ცენტრი" გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით და საიმედო გაყიდვის შემდგომი მომსახურებებით.

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას AUX გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** AUX კომერციული კონდიცირების ბრენდის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება;
** AUX ბრენდის მომხმარებლებისთვის გაცნობა და გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების ახალი არხების მოძიება/ინიცირება და არსებულ მომხმარებლებთან თანამშრომლობის განვითარება;
** თერმო ცენტრის ფილიალებსა და ობიექტებზე წარმოდგენილი/წარმოსადგენი პროდუქციის ეფექტურად წარმოჩენა;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების გაუმჯობესებაში ჩართულობა და მომხმარებლებთან რეგულარული ინტერაქცია;
** მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი;
** AUX-ის პროდუქციის მარაგების მონიტორინგი და მართვა;
** საპროექტო და სამონტაჟო ჯგუფების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** პერიოდულობით, ცენტრალურ საწყობში ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია კომერციული კონდიცირების პროდუქციის ცოდნა;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია საპროექტო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** დავალებების სწორად დელეგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და მოქნილობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "AUX გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი."

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე