Робота для біженців з України
არბიტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არბიტრის თანაშემწე
მომწოდებელი: საარბიტრაჟო ტრიბუნალი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
საარბიტრაჟო ტრიბუნალი აცხადებს მიღებას არბიტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საპროცესო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია, გაგზავნა.
** მოქალაქეთა მომსახურება: განსახილველ საქმეებზე ინფორმაციის მიწოდება.
** დავალების შესაბამისად სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება
** სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** იურისტად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მოქალაქეებთან კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი.

ანაზღაურება: 1200 ლარი გამოსაცდელი ვადის პერიოდში;

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: leg.arbitration@gmail.com. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე