Робота для біженців з України
მხაზველ-დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მხაზველ-დიზაინერი
მომწოდებელი: ჯეორჯიან პროდაქტს
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
დეკორატიული ავეჯის მწარმოებელი კომპანია "Georgian Products"-ი (GEOP), წარმატებით ფუნქციონირებს 2014 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საწარმოს საქართველოში. ორგანიზაცია სპეციალიზირებულია ცხოველებისთვის განკუთვნილი
ავეჯის წარმოებაში და ახორციელებს ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.

დღევანდელი მდგომარეობით, "Georgian Products"-ი აერთიანებს დაახლოებით 450 თანამშრომელს. ორგანიზაცია ეფუძნება მაღალი ხარისხის სტანდარტებს და მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე.

"Georgian Products"-ი (GEOP) აცხადებს ვაკანსიას მხაზველ-დიზაინერის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის ქ. N66
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** ანაზღაურება: კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური და სამუშაო ნახაზების მომზადება;
** ავეჯის დიზაინის შემუშავება და არსებული პროექტების ოპტიმიზაცია;
** 3D ვიზუალიზაციების შექმნა;
** წარმოების პროცესში აქტიური ჩართულობა და პროექტების ადაპტირება;
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება შესაბამის მიმართულებით;
** AutoCAD-ის სრულყოფილი ცოდნა;
** CorelDRAW-ის ცოდნა;
** 3D პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია 3D ვიზუალიზაციის გამოცდილება);
** ტექნიკური აზროვნება;
** კრეატიული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: Hr@geopro.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მხაზველ-დიზაინერი".

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე