Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალო
სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათი, დინამიური გრაფიკი

ძირითადი ფუნქციები:

** ფილიალში მომხმარებლის მომსახურება და სალარო ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებელთა ინფორმირება პროდუქციის ასორტიმენტთან, შიგთავსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათთვის მომსახურების გაწევა კომპანიაში მოქმედი "მომსახურების ხარისხის სტანდარტის" შესაბამისად;
** სალაროსთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;
** ფილიალის მენეჯერის ზედამხედველობით ან მისი არყოფნის შემთხვევაში დამოუკიდებლად ფილიალისთვის განკუთვნილი პროდუქციის მიღება, მისი მითვლის განხორციელება;
** სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლიანობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას + ბონუსს;
** კვებით უზრუნველყოფას;
** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მოლარე-კონსულტანტი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე