Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=701987&print=yes&view=jobs
 
კოპირაიტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კოპირაიტერი
მომწოდებელი: Sydney Royal Clinic
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
"Sydney Royal Clinic" აცხადებს ვაკანსიას კოპირაიტერის პოზიციაზე.

სამუშაო ფორმატი: თბილისი (კლინიკა & Meta Ads) | Sydney Royal Clinic|დისტანციური ფორმატი

პოზიცია განკუთვნილია კანდიდატისთვის, რომელსაც აქვს სამედიცინო, ესთეტიკური ან ველნეს სფეროში პროფესიული ტექსტების მომზადების გამოცდილება და ფლობს სარეკლამო პლატფორმების რეგულაციებთან მუშაობის პრაქტიკულ ცოდნას.

პოზიცია მოითხოვს Meta-სა და Instagram-ის სარეკლამო პოლიტიკის, შესაბამისობის მოთხოვნებისა და ეთიკური სტანდარტების დაცვით ტექსტების მომზადებას, რომლებიც უზრუნველყოფს მკაფიო, სანდო და პროფესიულ კომუნიკაციას კლინიკისთვის.

ფუნქცია-მოვალეობები:

** Instagram-ის, Meta Ads-ისა და ვებგვერდისთვის ქაპშენების, სარეკლამო ტექსტებისა და ვიდეოსცენარების მომზადება
** კომუნიკაციის ტონის ადაპტირება სამედიცინო და ესთეტიკური სფეროს მოთხოვნების შესაბამისად
** სამედიცინო დაპირებების, სენსიტიური ფორმულირებებისა და შეზღუდული ტერმინოლოგიის გამოყენების თავიდან აცილება
** მარკეტინგისა და კონტენტ გუნდთან კოორდინირებული მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული გამოცდილება კლინიკის, ჯანდაცვის, ესთეტიკის, ბიუთის ან ველნეს სფეროში კოპირაიტინგის მიმართულებით
** Meta Ads-ის პოლიტიკისა და სამედიცინო კონტენტზე მოქმედი რეგულაციების ცოდნა
** ლაკონური, მკაფიო და შესაბამისი ტექსტების შექმნის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულო)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: maiko.kirtadze@sydneyroyalclinic.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია