|
დასახელება:
ადმინისტრაციული და ოპერაციების ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
Bioderma Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
მნიშვნელოვანია: კანდიდატები, რომლებიც არ ფლობენ მინიმუმ ერთ-ერთ შემდეგ ენას (თურქული, საბაზისო ინგლისური ან აზერბაიჯანული), არ განიხილებიან.
თბილისში დაფუძნებული ჩვენი კომპანია წარმოადგენს ფრანგული დერმოკოსმეტიკური კომპანიის NAOS-ის ბრენდის, Bioderma-ს ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.
გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ ადმინისტრაციული და ოპერაციების ოფიცერს.
სამუშაოს აღწერა და პასუხისმგებლობები:
1. გარე ურთიერთობები და ოფიციალური პროცესები: დოკუმენტაციის და ოფიციალური პროცედურების კოორდინაცია და მონიტორინგი ბანკებთან, ნოტარიუსებთან, საგადასახადო ორგანოებთან, საბაჟოსთან და მომწოდებლებთან.
2. ოფისისა და ადმინისტრაციული პროცესების მართვა: ოფისის ყოველდღიური ოპერაციების შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა, ორგანიზებულობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.
3. შესყიდვები და მომარაგების პროცესები: ადმინისტრაციული და ტექნიკური შესყიდვების განხორციელება, მომწოდებლებთან კოორდინაცია.
4. ოპერაციული და ლოჯისტიკური მხარდაჭერა: კომპანიის ავტომობილების მოვლა-პატრონობისა და ოპერაციული დაგეგმვის კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში კომპანიის აქტივების ტრანსპორტირების მიზნით ავტომობილის მართვა და მიწოდების პროცესებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა ქართული ენის ცოდნა
** თურქული ან საბაზისო ინგლისური ან აზერბაიჯანული ენის ცოდნა
** მოქმედი მართვის მოწმობა და ავტომობილის აქტიური მართვის გამოცდილება
** კომპიუტერული საბაზისო უნარები, განსაკუთრებით Excel
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კარგი კომუნიკაციის უნარი
ანაზღაურება და პირობები:
** ყოველთვიური ანაზღაურება: 2, 000 GEL (გამოცდილების მიხედვით განიხილება)
** კერძო სამედიცინო დაზღვევა
გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: biodermage@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: "Administrative Affairs and Operations Officer"
|
|
|
|