|
დასახელება:
სერვის ცენტრის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საერთაშორისო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 2000 NET
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორაციული ნომერი, საწვავზე ფასდაკლების ბარათი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომსახურების ცენტრის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა;
** მომსახურების სტანდარტის დაცვა;
** მომსახურე ცენტრის თანამშრომლების დახმარება და კოორდინირება;
** მომსახურების ცენტრის კადრების დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
** მომსახურების ცენტრის გაყიდვების კონსულტანტის კანდიდატის დატრენინგება არსებულ სამუშაო პროგრამებში, გადამზადებული კანდიდატების ცოდნის დონის შემოწმება და შეფასება, უშუალო ხელმძღვანელისთვის შედეგის გაზიარება;
** მომხმარებლის მომსახურება;
** ახალი მომხმარებლის დარეგისტრირება;
** მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების/მოსახურების და მიმდინარე სიახლეების გაცნობა;
** მომსახურების ცენტრში პრობლემის დადგომის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა;
** მომსახურების ცენტრში წარმოქმნილი საოპერაციო პრობლემების შემთხვევაში რეაგირება და სწორი გადამისამართება;
** კონსიგნაციის მქონე კომპანიების ბაზის მართვა და გადასახადების მონიტორინგი
** შეთავაზებების მომზადება ახალი კლიენტებისთვის გაყიდვების უფროსთან შეთანხმებით;
** ფასების შეთანხმება გაყიდვების მენეჯერებთან სისტემაში რეგისტრაციამდე;
** არსებული მომხმარებლების ბაზის შექმნა და ყოველთვიური განახლება;
** არსებული მომხმარებლების შესყიდვების მონიტორინგი;
** ფასებისა და ფასდაკლებების დინამიკის კონტროლი;
** პოტენციური მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გაყიდვებისთვის მიწოდება;
** ნაღდი ანგარიშსწორებისას თანხის მიღება, დათვლა და სპეციალური აპარატით კუპიურების შემოწმება;
** ბუღალტრული პირველადი დოკუმენტაციის შედგენა და ოპერაციების ასახვა შესაბამის პროგრამაში (1C), საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის შემოწმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** რუსული და ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის Basic დონეზე ფლობა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო გარემოს;
** ხელმძღვანელის მაქსიმალურ ჩართულობასა და კოლეგიალურ გუნდს.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com. სათაურის ველში მიუთითოთ: "სერვის ცენტრის მენეჯერი".
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|