|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
IMPROJECT
|
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
საინჟინრო კომპანია "IMPROJECT" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ გუნდის წევრს ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (9:00-17:00). შაბათი - დისტანციური (საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო კომუნიკაცია);
** ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე), ზრდის პერსპექტივით;
** მისამართი: ამჟამად ვაკე, უახლოეს პერიოდში ოფისი გადავა გლდანში.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული შეკვეთების დამუშავება და კოორდინაცია;
** მომწოდებლებთან და პარტნიორ მაღაზიებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** ლოჯისტიკის მართვა: მომარაგების მძღოლების დღის გეგმის შედგენა და შესრულების კონტროლი;
** დოკუმენტაციის წარმოება: სასაქონლო ზედნადებების დამუშავება და აღრიცხვა;
** საწყობის მარაგების კონტროლი: საწყობის თანამშრომელთან კომუნიკაცია
** ფასების მონიტორინგი და ხარჯების ოპტიმიზაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel) მაღალ დონეზე ფლობა;
** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ემოციური მდგრადობა: სტრესულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში მუშაობისა და სიმშვიდის შენარჩუნების უნარი;
** გადაწყვეტილებების სწრაფად და რაციონალურად მიღების უნარი შეზღუდულ ვადებში;
** საწყობისა და მარაგების მართვის პრინციპების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: contact@improject.ge
|
|
|
|