|
დასახელება:
ტენდერი - Monday.com CRM და Project მოდულების დანერგვა
|
| მომწოდებელი:
ეისითი
|
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
სატენდერო განცხადება
1. შესყიდვის საგანი
Monday.com CRM და Project (Work Management) მოდულების დანერგვა კომპანიებში ACT Research და ACT Global.
2. შესყიდვის ტიპი
მომსახურების შესყიდვა (კონსულტაცია, ანალიზი, სისტემის კონფიგურაცია, ტრენინგი და დანერგვის შემდგომი მხარდაჭერა).
3. მონაწილეობის აუცილებელი მოთხოვნა
ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ შპს-ს ან სააქციო საზოგადოებებს.
4. პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია Monday.com პლატფორმაზე CRM და პროექტების მართვის ერთიანი ციფრული სისტემის შექმნა, პროცესების სტანდარტიზაცია, ავტომატიზაცია და მართვის ეფექტიანობის გაზრდა.
5. სამუშაოს მოცულობა
მომსახურება უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგს:
** მიმდინარე პროცესების ანალიზი და შეფასება;
** CRM და პროექტების მართვის მიზნობრივი პროცესების ჩამოყალიბება;
** Monday.com არქიტექტურის დიზაინი;
** სისტემის კონფიგურაცია ორივე კომპანიისთვის;
** მონაცემების სტრუქტურირება და მიგრაციის მხარდაჭერა;
** დეშბორდებისა და რეპორტინგის შექმნა;
** ავტომატიზაციები;
** თანამშრომლების ტრენინგი;
** დანერგვის შემდგომი მხარდაჭერა.
7. მოსალოდნელი შედეგები
მონაწილემ უნდა უზრუნველყოს:
** ანალიზისა და რეკომენდაციების დოკუმენტი;
** პროცესების აღწერები და სტანდარტები;
** სისტემის კონფიგურირებული გარემო;
** დეშბორდები;
** ტრენინგ-მასალები;
** Go-live მხარდაჭერის რეპორტი.
8. პროექტის ვადები
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პროექტის ეტაპობრივი გეგმა და საერთო ხანგრძლივობა (სავარაუდოდ 2-3 თვე).
10. შეფასების კრიტერიუმები
** ტექნიკური მიდგომა - 25%
** გუნდის გამოცდილება - 25%
** ვადები - 10%
** ფასი - 40%
11. კომერციული წინადადება
უნდა შეიცავდეს:
** Scope-ის აღწერას;
** ეტაპობრივ სამუშაო გეგმას;
** Deliverables-ს;
** ფასს ეტაპებად;
** რეფერენსებს;
** პროექტის რისკებს.
12. განაცხადის წარდგენა
განაცხადების მიღების საბოლოო ვადა 2026 წლის 28 თებერვალი.
13. კონფიდენციალურობა
პროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია არის კონფიდენციალური და გამარჯვებული ვალდებული იქნება NDA ხელმოწერაზე.
ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: hr@act-global.com
|
|
|
|