Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=701866&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: კრაფტ ფუდი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
"Craft Food ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

"Craft Food ჰოლდინგი" 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აერთიანებს სწრაფი კვების ობიექტებსა და სარესტორნო ქსელს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: კვირაში 5 ს/დღე, 10:00-19:00.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
** ანაზღაურება: 7000-8000 (NET).

ძირითადი მოვალეობები:

** ბრუნვითი უწყისის გავლა, შესაძლო ხარვეზის ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
** თვის დახურვა და ინფორმაციის მომზადება ანგარიშგებისთვის;
** რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან;
** საგადასახადო რისკების შეფასება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ; ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად;
** საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
** დამხმარე ბუღალტრის მიერ შესრულებული სამუშაოს სისწორის კონტროლი;
** ხელფასების დარიცხვა, ხელფასთან დაკავშირებული ბუღალტრული ჩანაწერების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე მიმართულებაში;
** აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე - მინიმუმ 5 წელი;
** აუცილებელია სარესტორნო ან სწრაფი კვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი;
** MS Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** RS-ზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (Syrve).

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2026 წლის 20 მარტი.

რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge

"subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მთავარი ბუღალტერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია