|
დასახელება:
საოპერაციო მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ახალი მზერა
|
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
თვალის კლინიკა "ახალი მზერა" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი - სრული
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
** საოპერაციო პაციენტებისათვის ფინანსური ინფორმაციის მიწოდება;
** საოპერაციო დოკუმენტაციის გაფორმება;
** კომპანიის შიდა პროგრამაში შესაბამისი ჩანაწერების განხორციელება;
** სადაზღვევო კომპანიებში პაციენტის დასაფინანსებლად საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება;
** საყოველთაო ჯანდაცვის პორტალში შემთხვევების ატვირთვა, დარეგისტრირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას;
** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას;
** თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სერვისებით მგზავრობის 1 წლიან სამგზავრო ბარათს - შესწავლის პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები (CV) ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე info@akhalimzera.ge 2026 წლის 10 მარტამდე.
აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|