Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასა და სსიპ "გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს" შორის 2026 წლის 26 იანვარს გაფორმებული საპროექტო თანამშრომლობის შეთანხმების (PCA) - გლობალური გარემოს დაცვის ფონდის საშუალო ზომის პროექტისთვის "ერთიანი პროგრამა ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (NBSAP) განახლებისა და მეშვიდე ეროვნული ანგარიშის მხარდასაჭერად" ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული პროექტების პრიორიტეტების განსაზღვრა და სამუშაოების შესრულება განსაზღვრულ ვადებში;
** მიღებული დავალებების შესაბამისად ვიზუალური მასალების შექმნა (ილუსტრაციები, ქარდები, ინფოგრაფიკები, გარე სარეკლამო ბანერები, ბუკლეტები და სხვა);
** დიზაინში დავალებების კრეატიული და პროფესიული ინტერპრეტაცია;
** საბეჭდი მასალების მომზადება სტამბებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის;
** ბეჭდვითი და ციფრული არხებისთვის დიზაინის შექმნა, ადაპტირება და კორექტირება;
** მოთხოვნის შემთხვევაში, ახალი დეკორაციების დიზაინის შემუშავებაში მონაწილეობა;
** ბუკლეტების, პოსტერების, სარეკლამო ბანერების დიზაინის შექმნა;
** კომპანიის ბრენდის ვიზუალური იდენტობის დაცვა და განვითარებაში მონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელთან თანამშრომლობა საბოლოო ნამუშევრების განხილვისა და გაუმჯობესების მიზნით;
** მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში გუნდური მუშაობა კონტენტის შემქმნელებთან;
** საჭიროების შემთხვევაში, არსებული დიზაინების მოდიფიცირება და განახლება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ს ცოდნა;
** ბეჭდვითი და ციფრული დიზაინის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; (წარმოადგინოს პორტფოლიო)
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხზე მაღალი პასუხისმგებლობა;
** დროის ეფექტური მართვისა და მრავალპროექტიან გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს რეზიუმე/CV ქართულ ენაზე (სხვა შემთხვევაში არ მოხდება რეზიუმე/CV განხილვა):
** კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
** კონკურსზე კანდიდატის დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით და ასევე, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიების/გადამოწმების თაობაზე (რომლის დადასტურებასაც კანდიდატი ახდენს განაცხადის გაკეთების ეტაპზე).

ვაკანტური პოზიციის დასახელება მითითებული უნდა იქნას ელ-ფოსტის სათაურის
(subject) ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

სასურველი უნარები:

** ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის მიმართულებით გამოცდილება;
** მარკეტინგული და სარეკლამო მასალების შექმნის გამოცდილება;
** კომუნიკაციისა და უკუკავშირის მიღება/გათვალისწინების უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ხელფასი: 2898 (ორი ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი დარიცხული.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@eiec.gov.ge; შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: რეზიუმეების გადარჩევა და გასაუბრება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე