Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
"გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

ა) ადგენს ცენტრის წლიური შესყიდვების გეგმას და ტვირთავს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილ ვადაში;
ბ) ელექტრონულ სისტემაში (www.spa.ge) ტვირთავს და აკორექტირებს ცენტრის შესყიდვების გეგმას, ტვირთავს შესყიდვებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;
გ) აწარმოებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მათი შესრულების შესახებ ინფორმაციას;
დ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ატარებს ბაზრის კვლევას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის N78 ბრძანებით დამტკიცებული
"შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესი" შესაბამისად; ე) ახორციელებს ელექტრონული ტენდერების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ვ) ახორციელებს მიმწოდებლებთან ურთიერთობას;
ზ) აწარმოებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელ-ფოსტაზე კონსოლიდირებული ტენდერების შესახებ სათანადო მიმოწერას;
თ) ახორციელებს მიმწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების პირობების მუდმივ მონიტორინგს;
ი) ახორციელებს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების მომზადებასა და ატვირთვას შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
კ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების რეგისტრაციას;
ლ) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეჰყავს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფინანსური კონტროლის სისტემაში;
მ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მოთხოვნილი შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის და ინფორმაციის მიწოდებას;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განიხილავს და რეაგირებას ახდენს ცენტრში შემოსულ კორესპონდენციაზე;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სხვა საქმიანობას;
პ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე გაწეული საქმიანობის შესაბამისად.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება
"ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება
"გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება
"კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება
"შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ";
** საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №826 დადგენილება "სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებით დამტკიცებული "შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესი"
** საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ";
** საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ";
** საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
** საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ";
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის N2-742 ბრძანება.

დამატებითი მოთხოვნები:

სავალდებულოა: უმაღლესი განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (საფინანსო, ეკონომიკური ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით); საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან სახელმწიფო სექტორში შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული მომსახურების პროგრამის (spa.ge) ცოდნა

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook).

დამატებითი ინფორმაცია:

** კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს რეზიუმე/CV ქართულ ენაზე (სხვა შემთხვევაში არ მოხდება რეზიუმე/CV განხილვა):
** კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
** კონკურსზე კანდიდატის დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
** განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით და ასევე, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიების/გადამოწმების თაობაზე (რომლის დადასტურებასაც კანდიდატი ახდენს განაცხადის გაკეთების ეტაპზე).
** ვაკანტური პოზიციის დასახელება მითითებული უნდა იქნას სათაურის (subject) ველში.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00სთ,
ხელფასი: 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი დარიცხული.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@eiec.gov.ge. შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: რეზიუმეების გადარჩევა და გასაუბრება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე