Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 15 მარტი
კომპანია "ჯითექსი" 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza Home, EnglishHome, Principe. კომპანია წარმოდგენილია 30-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში.

"ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი. (ჰიბრიდული)
ლოკაცია: ქ. თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 4ბ.

ფუნქცია-მოვალეობები

** ფოტო/ვიდეო კონტენტის დაგეგმვა, გადაღება და მონტაჟი დამოუკიდებლად;
** ბრენდის სპეციფიკის გათვალისწინებით ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის პლატფორმებისთვის (Facebook, Instagram, TikTok და სხვ.);
** პროდუქციის, მაღაზიის სივრცისა და მიმდინარე აქციების ფოტო/ვიდეო გადაღება და მონტაჟი;
** ტრენდული ვიდეოფორმატების ადაპტირება კომპანიის კონტენტზე (Reels, TikTok, Stories);
** კონტენტის იდეების გენერაცია და გუნდის წევრებთან კოორდინაცია კონტენტის დაგეგმვის პროცესში;
** სოციალური მედია კალენდრის (Facebook, Instagram, TikTok, etc.) შექმნაში მონაწილეობა მარკეტინგის გუნდთან ერთად;
** სოციალური მედიის (Facebook, Instagram, TikTok, etc.) პლატფორმებზე კონტენტის განთავსება და ანალიტიკის მონიტორინგი;
** სოციალური მედიის ანალიტიკისა და engagement მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი ბრენდის იმიჯის შენარჩუნება გაუმჯობესებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს ან იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ფოტო და ვიდეო გადაღების და მონტაჟის გამოცდილება;
** CapCut, Canva, Adobe Premiere ან სხვა მონტაჟის/დიზაინის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური მედიის პლატფორმების სპეციფიკის ცოდნა (ფორმატები, ტენდენციები, ალგორითმები).

პიროვნული კომპეტენციები/უნარები

** საქმიანობის ორგანიზების, დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** კრეატიულობა და ინიციატივიანობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და საქმის ბოლომდე მიყოლის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtex.ge. გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ "კონტენტ კრეატორი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მარტი.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ჯითექსი", როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;

კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;

კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;

კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მომართოს შპს "ჯითექსს".

ასევე, გაცნობებთ, რომ შპს "ჯითექსი" თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე