|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Mosaics
|
|
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 16 მარტი
|
კომპანია "Mosaics" არის ევროპული პრემიუმ ბრენდების შოურუმი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინტერიერის და ექსტერიერის მოსაწყობი მასალების ფართო ასორტიმენტს (კერამიკული ფილა, სანტექნიკა, პარკეტი, რადიატორები და სხვა).
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: სამუშაო საათები 10:00-19:00, სამუშაო დღეები 6 დღე კვირაში (თვეში 2 დღე დამატებით
დასვენება (არა შაბათი).
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე (ანაზღაურებადი)
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის და ბრენდების ზედმიწევნით ცოდნა;
** კომპანიის შინაგანაწესის დაცვა;
** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** გამართული მეტყველება უნარი;
** ინგლისური ან/და რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ტრენინგებს უცხოელ პარტნიორებთან როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
** საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას, კარიერული განვითარების შესაძლებლობას და მზარდ ანაზღაურებას.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1700 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვებიდან
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hello@mosaics.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|