|
დასახელება:
კადრების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბორჯომი ლიკანი
|
|
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 16 მარტი
|
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას კადრების მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1350 ლარი
ძირითადი მოთხოვნები:
** განათლება - სრული;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება/იურიდიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახორციელებს მოქმედი თანამშრომლების მიმდინარე საკადრო საქმიანობის ადმინისტრირებას;
** ახორციელებს კონსულტაციას თანამშრომლებისათვის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** ახორციელებს შრომითი ხელშეკრულებების და საკადრო ბრძანებების მომზადებას;
** ახორციელებს ყოველი თვის ბოლოს სახელფასო უწყისების მომზადებას;
** ახორციელებს თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების ყოველდღიურ მონიტორინგს და სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების წარმოებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად და ა.შ.
პიროვნული უნარ ჩვევები:
** პუნქტუალობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** გუნდურობა და ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამატებითი სარგებელი:
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ტრანსპორტირება ღამის საათებში;
** დაზღვევა;
** კვება;
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: koba.abuladze@yahoo.com.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|