|
დასახელება:
გეოტექნიკური სამსახურის უფროსი ჰიდროგეოლოგი
|
| მომწოდებელი:
RMG
|
|
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
კომპანია "არ ემ ჯი" (რიჩ მეტალს გრუპი) სამთო მომპოვებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას გეოტექნიკური სამსახურის უფროსი ჰიდროგეოლოგის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბოლნისის რ-ნი, დაბა კაზრეთი
გეოტექნიკურ სამსახურში უფროსი ჰიდროგეოლოგის ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
** ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროლოგიური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და მართვა;
** ჰიდროგეოლოგიური მოდელირების, კვლევებისა და განვითარების პროექტების დაგეგმვა-განხორციელება;
** მონაცემთა ბაზის შექმნის პროცესში მონაწილეობა და შესრულებული პროექტების შესახებ ფაქტობრივი ანგარიშების მომზადება;
** მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალისტების ხელმძღვანელობა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** საქმის შესრულებისას თანამედროვე მეთოდების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენება და დანერგვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - ჰიდროგეოლოგი, ჰიდროლოგი;
** ჰიდროგეოლოგიის ან მომიჯნავე სპეციალობით (ჰიდრო და ჰიდრო-საინჟინრო) სამუშაო გამოცდილება არა ნაკლები 2 წლისა;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook, Internet Explorer;
** საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების ცოდნა;
** პრეზენტაციის, ახალი სტრუქტურების შესაბამის პროგრამებში აწყობა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** გამართულად წერილობითი გადმოცემის სათანადო უნარი;
სასურველია:
** ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროდინამიკური კომპიუტერული სიმულაციური პროგრამების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის: MODFLOW, FEFLOW, HYDRUS, Leapfrog Hydro;
** პრეზენტაბელურობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადასტურების მიზნით კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: CV - ქართულ ენაზე, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ვერსია, მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@richmetalsgroup.com არაუგვიანეს 2026 წლის 27 თებერვალი 18:00 საათისა.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|