|
დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
|
|
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 16 მარტი
|
შ.პ.ს. "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. ბათუმი;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: 1470 ლარი ფიქსირებული + საბონუსე სისტემა;
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** ეფექტურ საბონუსე სისტემას;
მოვალეობები:
** შესყიდული პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება;
** მიღებული და გაცემული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა და კონტროლი;
** საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** შესაბამისი დოკუმენტაციის, მათ შორის შესყიდული პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტებისა და გასავლის ფაქტურის რეესტრის წარმოება;
** მატერიალური ფასეულობებისა და სხვა ინვენტარის თანამშრომლებზე გაცემა მოთხოვნის შესაბამისად;
** მატერიალურ -ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა და მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა საჭიროებისამებრ;
** ხელმძღვანელობისათვის ანგარიშის წარდგენა მოთხოვნისამებრ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით.
უნარ-ჩვევები:
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: oldkakheti@ktw.ge
შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საწყობის მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, კომპანიის მხრიდან დამუშავებული და დაარქივებული იქნება კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|