Робота для біженців з України
სერვისის განყოფილების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ავტოტექნო
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.

"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2025 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 50%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.

"ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ გამოცდილ და სტრატეგიულად მოაზროვნე პროფესიონალებს!

პოზიციის დასახელება: სერვისის განყოფილების ხელმძღვანელი

ადგილმდებარეობა: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
ანაზღაურება: 4000-5000 ლარი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (კვირაში 1 დღე დისტანციურად)

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრანსპორტირების დაფინანსებას;
** თანამშრომლის საპენსიოს შენატანის დაფარვას კომპანიის მხრიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
** სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების დაფინანსებას, მუდმივი განვითარებისთვის;
** მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
** 24 + 4 საშვებულებო დღეს;
** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისის მიმართულებების (Aftersales, ტექნიკური და საგარანტიო მომსახურება) სტრატეგიული და ოპერაციული მართვა;
** KPI-ების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
** სერვისის პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის ზრდა;
** ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების კონტროლი;
** სერვისის გუნდების მართვა და რესურსების ეფექტიანი განაწილება;
** სერვისის ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
** რთული/ესკალირებული შემთხვევების მართვა;
** საგარანტიო პროცესების კონტროლი;
** რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების გატარება;
** შედეგების ანალიზი და რეპორტინგი მმართველ რგოლთან;
** პროცესებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდაზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესი, მენეჯმენტი ან მონათესავე მიმართულება);
** მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის/ტექნიკური/ოპერაციული მიმართულების მენეჯერულ პოზიციაზე;
** KPI-ების მართვის და შესრულების ანალიზის გამოცდილება;
** ბიუჯეტირების და ხარჯთაღრიცხვის პრაქტიკული გამოცდილება;
** პროცესების ოპტიმიზაციის პროექტებში მონაწილეობა/ხელმძღვანელობა;
** • სასურველია ტექნიკური ცოდნა შესაბამის ინდუსტრიაში;
** რეპორტინგისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ძლიერი ლიდერობის უნარი;
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ეფეტური კომუნიკაციის და კოორდინაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მართვის და ინიციატივის გამოჩენის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

** გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
** სატესტო კვირა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სერვისის განყოფილების ხელმძღვანელი.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ მითითებულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე