Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: სთარი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
შპს "სთარი" (llc "STAR") - აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის (ძირითადად კონსულტანტის კუთხით) ვაკანტურ პოზიციაზე.

კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი N49 (ბაგები-მეტრაპარკის საცხოვრებელი კომპლექსის წინ)
** სამუშაო გრაფიკი: ცვლაში (გრაფიკი მცოცავია და შეთანხმებისამებრ მორგებადი, ინდივიდუალურად). 8:00-16:00 სთ ან 10:00-19:00 სთ.
** ანაზღაურება: 1000 ლარამდე (თანხა "ხელზე ასაღები" (ცვლის/გრაფიკის შესაბამისად 8 - 9 საათიან სამუშაო გრაფიკზე)) + ბონუსი დაახლოებით 150 ლარამდე (გაყიდვების შესაბამისად).

შესაბამისი პროგრამული გამოცდილების არქონის შემთხვევაში ჩაგიტარდებათ ტრენინგ- კონსულტაციები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: llc.star555@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი", ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 15 26 26 (სულხანი)

"სთარი" ("STAR") მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე