|
დასახელება:
ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი/ფიქერი
|
| მომწოდებელი:
აგროჰაბი
|
|
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 16 მარტი
|
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
"აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ შეკვეთების შემგროვებელის (ფიქერი) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ონლაინ მიღებული შეკვეთების შეგროვება;
** შეკვეთების დროული ჩაბარება;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი შეგროვების პროცესში;
** გუნდთან თანამშრომლობა;
გთავაზობთ:
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** ანაზღაურება 850 ლარიდან +ბონუსი 500 ლარამდე
** სწავლის დაფინანსება წლიურად 1000 ლარის ოდენობით
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კვებაზე ფასდაკლება
** ღამის საათებში მეტრომდე ტრანსპორტირება
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@agrohub.ge
შემოუერთდი ჩვენს გუნდს! დაგვიკავშირდი ნომრებზე: +995 591032626, +995 591042626, +995 591717542; +995 511 211633.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება;
შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|
|
|
|