Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: CAF
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
CAF-ი აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

თუ გაქვთ სურვილი დასაქმდეთ ჩვენს კაფეში, გაიღრმაოთ ცოდნა სასმელების დამზადებაში და გახდეთ ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი!

ხართ მეგობრული და სტუმართმოყვარე! მზად ხართ გულითადად გაუმასპინძლდეს ჩვენი მაღაზიის თითოეულ სტუმარს და მოადუღოთ საოცრად მეგობრული ყავა ჩვენთან ერთად!

გამოგვიგზავნეთ თქვენი ფოტო სურათიანი CV ჩვენს ელ. ფოსტაზე info@caf.ge სათაურით: "ბარისტა".

აუცილებელი მოთხოვნები:

** ბარისტას პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 8 თვე.
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.
** კარგი კომუნიკაციისა და სტუმარ-მასპინძლობის უნარი.
** პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტაცია. (მნიშვნელოვანია)
** პასუხისმგებლობა და რაც მთავარია სწავლისა და განვითარების დიდი სურვილი.

ფუნქცია - მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** სამოუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი;
** პროდუქციის გაყიდვა;
** პუნქტუალურობა (მნიშვნელოვანია).
** მენეჯერის დავალების შესრულება.

პირობები:

** სამუშაო განრიგი: 8 საათიანი ცვლა, 2 / 2 -ზე
** ხელფასი ხელზე ასაღები: 1 საათი - 8 ₾ პირველი 2 თვე, + თიფსი.
** 2 თვის შემდგომ 1 საათი - 9 ₾, + თიფსი.
** საბონუსე სისტემა ფინანსური მაჩვენებლების შესაბამისად.
** დამატებითი დეტალები გასაუბრებისას.

CAF-ი გთავაზობთ მეგობრულ გუნდს, სტაბილურ სამუშაო პირობებს და პროფესიული ცოდნის გაღრმავებას!

ჩვენი ყავის მაღაზიის მისამართია: თბილისი, მელიქიშვილის 14, დოდო აბაშიძის სკვერი.

https://maps.app.goo.gl/YQmPeTJw93Jr6S7k9?g_st=ic
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე