Робота для біженців з України
მომსახურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: sheniamanati.ge
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
კომპანიას "შენიამანათი.ჯი" ესაჭიროება მომსახურების მენეჯერი.

"sheniamanati.ge" არის სწრაფად მზარდი საერთაშორისო საკურიერო და ლოგისტიკური კომპანია, რომელიც უკვე შვიდი წელია მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას მარტივად და უსაფრთხოდ გამოიწერონ პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენი გუნდი არის კომპანიის მთავარი ძალა — თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობა ქმნის იმ ხარისხს, რომელსაც ჩვენი კლიენტები ენდობიან. "sheniamanati.ge"-ში თქვენ ხდებით ერთიანი გუნდის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე, ინოვაციებზე და საერთო წარმატებაზე.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
ლოკაცია: ისანი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: 5 (სამშაბათი-შაბათი 10:00-დან 20:00 საათამდე, შესვენება ერთი საათი)
** დასვენების დღე: კვირა-ორშაბათი
** ხელფასი: 1200 ლარი (ხელზე ასაღები). ხელფასი ირიცხება ყოველი მომდევნო თვის ბოლოს, დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე. 1 კვირიანი სტაჟირების შემდეგ (სტაჟირება არ ანაზღაურდება) ფორმდება ხელშეკრულება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ზარებსა და შეტყობინებებზე პასუხი;
** საკურიერო პროგრამაში შესაბამისი ოპერაციების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლისათვის პერსონალური დახმარების გაწევა.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება;
** შესაბამის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესად;
** უპირატესობა მიენიჭება ინგლისურისა და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობას;
** პასუხისმგებლობიანი;
** სტაბილური.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პრემიუმ კლასის ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ გადაადგილებას.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მოთხოვნას, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე - vacancy@sheniamanati.ge-ზე, მიუთითეთ - "მომსახურების მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე