|
დასახელება:
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ბლექ სი მეტალ გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 14 მარტი
|
სამშენებლო-სარემონტო მასალების იმპორტიორი - შპს "ბლექ სი მეტალ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ლოკაცია: ბათუმი
სამუშაოს გრაფიკი: სრული; დასვენების დღეები - კვირაში ორი დღე
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** ბაზრის კვლევა, მათ შორის ბაზრის სიტუაციის შესწავლა, კონკურენტული ანალიზი, სამიზნე აუდიტორიის პროფილის განსაზღვრა და მისი სეგმენტირება
** გაყიდვების, კომპანიის პროდუქციის პორტფელის და ბრენდის მდგომარეობის ანალიზი.
** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, ქმედებებისა და შესრულების ვადების დაგეგმვა.
** ონლაინ კომუნიკაციების პროგრამის დანერგვა;
** კონტექსტური და მიზნობრივი რეკლამის შექმნა, ონლაინ კომუნიკაციების პროგრამის დანერგვა, ბრენდირებული სოციალური მედიის საზოგადოებების შევსებას, კონტენტ პლატფორმებისა და ინფლუენსერების შერჩევას და სხვა.
** შესრულების ინდიკატორების მონიტორინგს, მათი დინამიკის თვალყურის დევნებას, სამიზნე დონეებთან არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებას და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებას.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება 2 და მეტ წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე კადრს.
დამსაქმებლის ბენეფიტი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV მეილზე: vacancy@bsmg.ge
|
|
|
|